Friday, June 29, 2018

გაკვეთილის გეგმა


                                           გაკვეთილის გეგმა


სახელი :  იზოლდა
გვარი :  ყანდინაშვილი
პირადი  ნომერი : 36001034896
საგანი :   ქართული ენა
გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 17:05: 2018
სწავლების  საფეხური / კლასი :  ს-7/ 10 კლასი
მოსწავლეთა  რაოდენობა : 29 მოსწავლე.( სსსმ მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის  თემა : გამოგონებები უკეთესი ცხოვრებისათვის.
გაკვეთილის  მიზანი : მოსწავლეს განუვითარდეს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარი, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციისა და დისკუსიაში მონაწილეობის უნარი.
       პერსონალური  მიზნები: ყველა მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში. შეძლონ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება და  დისკუსიაში მონაწილეობა.
ე.ს.გ სტანდარტი:                                                                                                                                                                  
ქ.მ.7.5 - მოსწავლეს შეუძლია სასწავლო მიზნით ადაპტირებული სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის გაგება. 
 ქ.მ.7.17--მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.
 ქ.მ.7.14- მოსწავლეს შეუძლია ისეთი ტექსტების შექმნა, რომლებშიც ავლენს პიროვნულ და შემოქმედებით დამოკიდებულებას.




აქტივობის  აღწერა
გამოყენებული  მეთოდი/ მეთოდები
კლასის  ორგანიზების  ფორმა/ ფორმები
სასწავლო  რესურსები

დრო(წთ)

1
მასწავლებელი  დაფაზე აკრავს ფოტოებს                       ( იხ .დანართი 1) რომლებზეც გამოსახულია ინოვაციური ტექნოლოგიები   და მოსწავლეებს სთხოვს გამოთქვან თავიანთი  მოსაზრებები მასწავლებლის მიერ დასმული კითხვებიდან გამომდინარე: რა მნიშვნელობა აქვს თითოეულს ადამიანის ცხოვრებაში? რა არის მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები?   მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს და ვარაუდებს აღნიშნულ ფოტოებთან დაკავშირებით.










გასეირნება გალერეაში (ვარაუდების გამოთქმა)











მთლიანი კლასი











დაფა, ფოტოები













5 წთ




2


მასწავლებელი  მოსწავლეებს ჯგუფებში ურიგებს ათი  ინოვაციური გამოგონების შესახებ დაბეჭდილ ტექსტს  ( იხ. დანართი 2). შემდეგ მასწავლებელი ურიგებს სქემას „მიზეზი-შედეგი“ (იხ. დანართი 3) სთხოვს  ჯგუფებს, რომ შეარჩიონ ინოვაციური გამოგონებიდან ერთ-ერთი და შეავსონ სქემა თუ, რატომ გახდა საჭირო მისი გამოგონება და რა შედეგი გამოიღო ამ გამოგონებამ. მოსწავლეები ავსებენ სქემას. შესრულებული სამუშაოს შემდეგ ჯგუფიდან ერთი აკეთებს პრეზენტაციას.


ვარაუდების გამოთქმა

პრეზენტაცია




მუშაობა ჯგუფებში.


კალამი, ტექსტი  შესავსები სქემა „მიზეზი-შედეგი“             G-pried.



15 წთ.


3
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციური გამოგონებისათვის ( რა უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ შეძლოს რამის გამოგონება?) სთხოვს რომ მოიფიქრონ პასუხი ჯგუფებში და თითოეულმა ჯგუფმა 2 ან 3 შეთანხმებული ვარიანტი წარმოადგინოს. მასწავლებელი ამ პასუხებს ინიშნავს  დაფაზე.





დაფიქრდი-დაჯგუფდი-გაუზიარე.





მუშაობა ჯგუფში





კალამი, ცარცი, დაფა, ფურცელი






10 წთ


4
მას შემდეგ , რაც ბავშვები იმსჯელებენ იმაზე, თუ რა რის საჭირო რაიმეს გამოგონებისათვის ,მასწავლებელი ახალ კითხვას უსვამს კლასს: თავად თუ გამოიგონებენ რამეს და რატომ? რას შეცვლიდნენ უკვე არსებულ რომელიმე გამოგონებაში და რატომ? შემდეგ კი, კლასთან ერთად მსჯელობს თუ როგორი უნდა იყოს გამოგონება და რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს? მასწავლებელი მოსწავლეების პასუხებს წერს დაფაზე ასოციაციური რუკის გამოყენებით.












ასოციაციური რუკა












მთლიანი კლასი












დაფა, ცარცი












5 წთ.
5

მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეფასება.
განმავითარებელი
ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკები( იხ. დანართი 5, 6, 7)

2 წთ
6




მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას. მათ უნდა გამოიგონონ რაიმე(ნებისმიერი რამ, მაგალითად, ნივთი, მექანიზმი, ხელსაწყო)თანაც შეახსენებს რომ გაითვალისწინონ გამოგონების ის მახასიათებლები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩამოწერეს ასოციაციური რუკით. მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს სქემას ( იხ. დანართი 4), რომელიც უნდა შეავსონ და შეიტანონ ინფორმაცია თავიანთი გამოგონების შესახებ.









ტრანსფერი









ინდივიდუალური









კალამი, გამომგონებლის სქემა. G-pried










3 წთ.